გაკვეთილის გეგმა იხილეთ გეგმა
კლასი/კლასები
|
VI-კლასი
|
საგანი
|
მუსიკა
|
მასწავლებელი
|
მარინე გიგაშვილი
|
ჩატარების
დრო
|
11.05.2018
|
გაკვეთილის
თემა
|
სიმებიანი საკრავი „არფას“წარმოშობის ისტორია
|
გაკვეთილის
ხანგრძლივობა
|
45
|
კლასის დახასიათება
|
კლასში არის 5 მოსწავლე,
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე
კლასში არ არის,მოსწავლეები აქტიურად არის ჩართული სასკოლო ღონისძიებებში,კლასი
გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით.
|
|||||||||||||||||||
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლე ცნობდეს
სხვადასხვა ხალხურ და კლასიკურ ინსტრუმენტებს,ასევე არჩევდეს საკრავების ხმის ტემბრს.
გაკვეთილზე
გაიცნობს ინსტრუმენტ არფას წარმოშობის ისტორიას,
მოისმენენ არფაზე შესრულებულ ნაწარმოებებს.
მუს.VI.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
მუს.VI.6. მოსწავლეს შეუძლია
სხვებთან თანამშრომლობა.
მუს.VI.7. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა და
შეფასება.
მუს.VI.10. მოსწავლე იცნობს ქართული და მსოფლიო
მუსიკალური ხელოვნების ცნობილ ნიმუშებსა
და წარმომადგენლებს
მუს.VI.11.
მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს მუსიკალური ნაწარმოებები.
|
|||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
I ფაზა- „გამოწვევა“ (3 წთ)
მისალმების შემდეგ მოსწავლეებს ვაწვდი
ინფორმაციას გაკვეთილზე რომელი საკრავის ისტორიას და ხმის ტემბრს გაიცნობენ, ვუსვამ შეკითხვას:
-რომელ საკრავებს იცნობენ და რა იციან მათთვის ნაცნობი საკრავების შესახებ. (კითხვა-პასუხი).შემდეგ
ურიგდებათ წინასწარ მომზადებულიA4-ფორმატის ფურცელი სადაც
გამოსახულია სხვადასხვა ხალხური და კლასიკური საკრავები,მოსწავლეებმა უნდა
გამოიცნონ რა საკრავებია გამოსახული,ასევე
უნდა დაადგინონ შესაბამისობა(ხალხურია თუ კლასიკური გამოსახული საკრავები).
აქტივობა 1.( 2წთ)გამოიცანით საკრავები:(ინდივიდუალური მუშაობა).
ვიოლინო და
ალტი დიპლიპიტო ხალხური ფანდური
ვიოლონჩელო
ჩანგი
აქტივობა 2.(2წთ) დაადგინეთ შესაბამისობა: ჩამოთვლილი საკრავებიდან რომელია ხალხური
და კლასიკური.(ინდივიდუალური მუშაობა).
1)ხლახური
ა)ვიოლონჩელო
ბ)ჩანგი
გ)
2)კლასიკური
დ)ტრომბონი
აქტივობა 3.საშინაო დავალება, პრეზენტაცია (14
წთ)(ჯგუფური მუშაობა).მოსწავლეები
პრეზენტაციას გააკეთებენ მათვის ნაცნობ საკრავებზე,კლასი
გაიყოფა ორ ჯგუფად ერთი ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაიას საკრავ ორგანზე მეორე კი გიტარაზე,პრეზენტაციის დროს
წარმოადგენენ შესაბამისს აუდიო
ჩანაწერებს, საორგანო ნაწარმოებს ბახის ტოკატა და ფუგა d-moll და გიტარაზე
შესრულებულ ესპანურ ტრადიციულ ცეკვას და სიმღერას ფლამენგო.
II - ფაზა „ შინაარსის რეალიზება“
აქტივობა 4. (5წთ)მოსწავლეებს მინი ლექციის სახით ვაწვდი
საგაკვეთილო მასალასთან დაკავშირებულ ინფორმაციას
აქტივობა 5. მოსმენა: (10წთ)მოსწავლეები მოუსმენე არფაზე შესრულებულ
მათთვის ნაცნობ მუსიკალურ ნაწარმოებებს, მოსმენის დროს ევალებათ
ნაწარმოების ამოცნობა თუ რომელ
კომპოზიტორს ეკუთვნის ეს ნაწარმოები და
რომელ ჟანრს განეკუთვნება.
მოსასმენი მასალა: ინტერნეტში youtube.com -ზე
1.ბახის კარგად
ტემპერირებული კლავირიდან პრელუდია დო-მაჟორი რომელიც შარლ გუნომ დაამუშავა
როგორც ვოკალური ნაწარმოები ავე მარია. მოსწავლეები მოისმენენ ამ ნაწარმოებს
კელტურ არფაზე ჩელოსთან ერთად ინსტრუმენტულ შესშესრულებით.https://www.youtube.com/watch?v=gEs2Nh129GU(Gounod (,,Ave
Maria’’Harp & Cello)
2. მოისმენენ
არფაზე შესრულებულს,ფრანცისკო ტარეგას პიესას გიტარისათვის
https://www.youtube.com/watch?v=fJaX0ZDaqr8 Xavier
de maister Francisco Tárrega
(მოსწავლეებს
წინა გაკვეთილებზე მოსმენილი ექნებათ ამ
ნაწარმოებების პირველი წყარო,ისინი გაკვეთილზე არფაზე შესრულებულ ინტერპრეტაციას მოისმენენ).
აქტივობა 6. -სიმღერა( 5წთ).
მოსწავლეები ჯერ ფორტეპიანოს აკომპანიმენტით
შეასრულებენ სიმღერას შუბერტის ავე მარიას, შემდეგ აუდიო ჩანაწერის
დახმარებით არფაზე შესრულებული აკომპანიმენტით,
შეასრულებენ შუბერტის ავე მარიას ლათინურ ტექსტზე.
III ფაზა
აქტივობა7.(1წთ)
საშიაო დავალებ: არფას წარმოშობის
ისტორი,დამატებითი ინფორმაციის მოძიება(იტერნეტში) ვიკიპედიაზე
აქტივობა
7.(3წთ).
მოსწავლეები გააკეთებენ შეჯამებას. გაიხსენებენ
რაზე იმუშავეს, რა მოეწონათ ყველაზე მეტად.
|
|||||||||||||||||||
ორგანიზების ფორმა
|
საკლასო,ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა.
|
|||||||||||||||||||
მეთოდები და სტრატეგიები
|
კითხვა-პასუხი,გონებრივი
იერიში,პრეზენტაცია.
|
|||||||||||||||||||
მოსალოდნელი პრობლემები
და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები
|
ვფიქტობ პრეზენტაციის
დროს მოსწავლეებმა მათთვის განკუთვნილ დროს არ გადააჭარბონ,ამიტომ გაკვეთილის დაწყებამდე
გავაფრთხილებ დრო აკონტროლონ,ასევე მეც განვაზღვრავ დროს რათა გეგმაში გაწერილი ყველა
აქტივობა მოვასწრო.
|
|||||||||||||||||||
სასწავლო რესურსები
|
მუსიკის
სახელმძღვანელო,კომპიუტერი,ინტერნეტი,აუდიო ჩანაწერი,A4
ფორმატის ქაღალდი კალამი,დაფაზე მისაკრავი მაგნიტები.
|
|||||||||||||||||||
შეფასება და თვითშეფასება
(შეფასების კრიტერიუმები, მეთოდები და საშუალებები)
|
მოსწავლეები შეფასდებიან
განმსაზღვრელი და განმავითარებელი კრიტერიუმებით,ასევე შეფასების რუბრიკით.გაკვეთილი
შეფასდება გაკვეთილის გეგმის შეფასების კრიტერიუმებით.
|
შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმების შკალა.
|
დაბალი 1-3
|
საშუალო 4-6
|
კარგი 7-8
|
საუკეთესო 9-10
|
საშინაო დავალება,პრეზენტაცია
|
დავალება არა სრულადაა შესრულებული
ან საეთოდ არ აქვს,პრეზენტაცია არ
ჰქონდა მომზადებული
|
დავალება არ არის სრულად შესრულებული ზოგიერთი საკითხი ბუნდოვანია,პრეენტაციას
ნაწილობრივ გაართვა თავი.
|
დავალება შეასრულა თვალსაჩინოების
გარეში,პრეზენტაციის დროს ჰქონდა ხარვეზები.
|
დავალება შესრულებული იყო
საუკეთესოდ,პრეზენტაციას არაჩვეულებრივად გაართვა თავი თვალსაჩინო მასალა სწორად
იყო შერჩეული.
|
გაკვეთილზე
ჩართულობა,სიმღერა(პრაქტიკა).
|
საგაკვეთილო პროცესში არ არის ჩართული,არ მღერის
თანაკლასელებთან ერთად.
|
მოსწავლე პასიურია, ნაკლებადაა
ჩართული საგაკვეთილო პროცეში.ზოგჯერ მღერის ზოგჯერ ეთიშება
თანაკლასელებს სიმღერის დროს.
|
გაკვეთილის ჩართულობის დროს
დაუშვა შეცდომა,თუმცა ცდილობა შეცდომენის გამოსწორებას,სიმღერის
დროს ავლენს ჩართულობას.
|
გამოკითხვისა და სიმღერის დროს გამოავლინა საუკეთესო
ჩართულობა.მელოდიას ზედმიწევნით სწორად ამღერის
|
მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების ამოცნობა,
|
მუსიკალური ნაწარმოები ვერ ამოიცნო
მოახდინა უყურადღებობის გამო.
|
მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი არ იყო
სრული,დასახვეწია, ვერ პასუხობს მოთხოვას,ვერ წვდება ბოლომდე მუსიკის არს.
|
საკმარისად არ იყო
წარმოდგენილი მოსმენილი მუსიკალური
ნაწარმოების ანალიზი,ნაწილობრივ პასუხობს ყველა მოთხოვნას ნაწარმოების არსიდან
გამომდინარე.
|
მოსმენილი მუსიკალური ნაზარმოების ანალიზი იყო საინტერესო და სრულყოფილად წარმოდგენილი.
შინაარსობრივად დახვეწილია და უშეცდომოდ პასუხობს
ყველა მოთხოვნებს.
|
მუსიკალური საკრავების ამოცნობა და დაჯგუფება
|
ვერ ცნობს მუსიკალურ საკრავებს, ასევე არ შეუძლა
ინსტრუმენტების ხმის ტემბრის გამოცნობა.
|
მოსწავლემ შეცდომები დაუშვა საკრავების
ამოცნდროს დროს, ნაწილობრივ გაარჩია ინსტრუმენტების ხმის ტემბრი.
|
უშეცდომოდ დააჯგუფა და განასხვავა საკრავები
ერთმანეთისგან თუმცა მათი ხმის ტემბრის გარჩევის დროს ჰქონდა მცირე ხარვეზები.
|
უშეცდომოდ დააჯგუფა და განასხვავა საკრავები
ერთმანეთისგან, ზედმიწევნით, შეცდომების გარეშე შეძლო საკრავების ხმის ტემბრის
გარჩევა.
|
https://drive.google.com/file/d/103G8fz-0-hCkIkrN5uuKPvYap-ISBaDB/view?usp=sharing
Комментариев нет:
Отправить комментарий