პროექტის
გეგმა
პროექტის სახელწოდება
|
,,მუსიკალური ვიქტორინა’’
|
პროექტში მონაწილეები
|
ჩხაკოურას
საჯარო სკოლის V-VI-VII კლასის მოსწავლეები.
|
პრობლემის ანალიზი
|
მუსიკის არსი
დაკნინებულია დღევანდელი,თანამედროვე ადამიანების ცნობიერებაში.მისდამი ინტერესი დაკავშირებულია მხოლოდ სასკოლო ღონისძიებებთან და არ იწვებს ახალგაზრდებში ინტერესს უფრო სიღრმისეულად
შეისწავლონ მუსიკის საგანი,ქვეყნის განვითარებას სწორედ მისი კულტურული განვითარება, მაღალი გემოვნება და ამაღლებული ცნობიერება განსაზღვრავს.
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეები
შეასრულებენ მათთვის საყვარელ სიმღერებს, ხალხური და კასიკური სმღერების
რეპერტუარიდან,მოახდენენ ცოდნის დემონსტრირებას,განსაზღვრავენ მუსიკალური
ნაწარმოების ჟანრს მოსმენისა დროს ,
მსჯელობის დროს გამოიყენებენ ნასწავლ მუსიკალურ ტერმინებს, დამოუკიდებლად
მოიძიებენ მათთვის საინტერეო მუსიკალურ მასალას,შეძლებენ ვიქტორინას მსგავს
საგანმანათლებლო პროექტებიში მონაწილეობას,მუსიკას აღიქვამენ როგორც
კომუნიკაციის სასუალებად.
მუს.V.2. მოსწავლეს შეუძლია
სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მღერის მარტო,
წყვილში, გუნდში ერთ- და ორხმიან სიმღერებს ხალხური და კლასიკური რეპერტუარიდან;
მუს.V.8. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის
მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს
და წარმართავს ვიქტორინას;
მუს.V.7. მოსწავლეს
შეუძლია მოსმენილი მუსიკალური
ნაწარმოების განხილვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
მუსიკალურ ტერმინებს საუბრის დროს.
მუს.VI.
2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მღერის
მარტო, წყვილში, გუნდში ერთ- და ორხმიან სიმღერებს ხალხური
და კლასიკური
რეპერტუარიდან;
მუს.VI.8. მოსწავლეს
შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს
და ადგენს კითხვარს ვიქტორინისთვის;
მუს.VI.9. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა/ხელოვნება კომუნიკაციის საშუალებაა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
აცნობიერებს,
რომ მუსიკა მას ეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში;
მუს.VI.12.
მოსწავლე იცნობს სხვადახვა ტიპის
ანსამბლისა და ორკესტრის
შემადგენლობას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განასხვავებს
სიმფონიური, კამერული, სასულე, სიმებიანი ორკესტრის შემადგენლობას;
მუს.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მღერის გუნდში
ერთხმიან, ორხმიან და მარტივ სამხმიან სიმღერებს
ხალხური და კლასიკური რეპერტუარიდან;
მუს.VII.4. მოსწავლეს
შეუძლია სასწავლო
პროექტში მონაწილეობა.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს
თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს;
მუს. VII .5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური
ნაწარმოების გაანალიზება.შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს (ოპერა, ბალეტი,
სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი...), სტილს
(კლასიკური, ხალხური, თანამედროვე);
·
საუბრის დროს იყენებს მუსიკალურ ტერმინოლოგიას;
მუს.VII.8. მოსწავლე აღიქვამს
მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს
მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში (საგალობელი,
ნანა, მწყემსის სალამური, მრავალჟამიერი...);
·
აცნობიერებს,
რომ მუსიკა ეხმარება მას ადამიანებთან ურთიერთობაში;
|
პროექტის ამოცანები
|
მოსწავლეები
იმსჯელებენ და განსაზღვრავენ თუ რა მნიშვნელობა
აქვს მუსიკას მათი პიროვნული განვითარებისათვის,ჩაწვდებიან მუსიკის არს,გაუჩნდებათ
სწავლის სურვილი, გააცნობიერებენ რომ მუსიკა თვითგამოხატულების,კომუნიკაციის და საკუთარი პიროვნების რეალიზების ერთერთი უნიკალური
საშუალებაა.
გააკეთებენ ანალიზს და დაისახავენ მიზნად თუ თავადაც როგორ გაუკეთონ მუსიკალურ
ხელოვნებას პოპულარიზაცია,მომავალში დამოუკიდებლად
დაგეგმავენ მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
შეძლებენ მუსიკაში შეძენილი უნარ-ჩვევების დემონსტრირებას,ინტერესს გამოავლენენ მუსიკალური ხელოვნებისადმი,გამოუმუშავდებათ ნასწავლი ტერმინების გამოყენების,მსჯელობისა და
ანალიზს უნარი,შეძლებენ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას და თვითგანვითარებას, მოხდება მათი გემოვნებიან მსმენელად ჩამოყალობება
და შეძლებენ მუსიკალური ნაწარმოებების მხატვრული
ღირებულებების აღქმას,გამოიყენებენ მუს.ელემენტარული ცოდნას პრაქტიკაში.უნვითარდებათ კომუნიკაციის უნარ- ჩვევები,ისტ-ის გამოყენების უნარი სასწავლო პროცესის დროს.
|
მიზნობრივი ჯგუფი
|
ჩხაკოურას საჯარო
სკოლის დაწყებითი და საბაზო კლასის მოსწავლეები.
|
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები
|
,,მუსიკალური ვიქტორინას’’ საკითხები,კითხვები და
მოსასმენი მუსიკალური ნაწარმოებები შედგენილი იქნება, სკოლაში გაკვეთილებზე ნასწავლი მასალის მიხედვით,ცოდნის
განმტკიცების მიზნით
მოსწავლეებს ვყოფ 3-ჯგუფად,ჯგუფების შედგენა კენჭის ყრის საფუძველზე მოხდება,კაპიტანს
და სახელწოდებას გუნდის წევრები თავად აირჩევენ.
ფოტო და ვიდეო მასალის ჩვენება მოხდება პროექტორის
საშუალრბით.
I-აქტივობა.კლასიკური
და ხალხური საკრავების ამოცნობა და დაჯგუფება.
II-აქტივობა.მოსმენილი
მუსიკალური ნაწარმოების ამოცნობა და დახასიათება.
ა) ქართული ხალხური სიმღერების ამოცნობა და განსაზღვრა, რომელ კუთხეს და ჟანრს განეკუთვნება.(მოცემული
იქნება სამი ხალხური სიმღერა). ბ)ქართული კლასიკური მუსიკის
მოსმენა გამოცნობა როგორც ნაწარმოების ასევე კომპოზიტორის.(შერჩეული იქნება ორი მუსიკალური ნაწარმოების ფრაგმენტი.
გ) ქართული სიმღერების და კომპოზიტორის გამოცნობა,კომპოზიტორის ცხოვრებიდან მცირე ბიოგრაფიული შტრიხი.(შერჩეული
იქნება ხუთი ცნობილი სიმღერა).
დ)მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები:გამოცნობა მუსიკალური ნაწარმოებების
და კომპოზიტორების (შერჩეული იქნება ორი
მუსიკალური ნაწარმოების ფრაგმენტი).
III -აქტივობა.საკითხები
მუსიკის ელემენტარული თეორიიდან: ნოტები,გრძლიობა,ალტერაციის ნიშნები,პაუზები და
სხვა.
IV-აქტივობა.მოხდება
რამოდენიმე ვიდეოს ჩვენება ქორეოგრაფიული ხელოვნებიდან, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ დადგენა თუ რომელი ცეკვაა : სიმიდი,ხორუმი სამაია,ბალეტი,ვალსი,ტანგო
თუ ფლამენგო.
ა).ქართული ხალხური ცეკვა, მოსწავლეებმა უდა დაადგინონ
ცეკვის სახელწოდება, გამოიცნონ რომელ კუთხეს
განეკუთვნება ნა (ნაჩვენები იქნება 2 ვიდეო).
ბ) ფრაგმენტი კლასიკური ან სამეჯლისო ცეკვიდან,
მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ რომელი ცეკვაა და განმარტონ თუ რა იციან ამ ცეკვის შესახებ.(ნაჩვენები იქნება
2 ფრაგმენტი). V-აქტივობა.კარაოკე:მოცემული
იქნება სამივე ჯგუფისათვის ცნობილი ქართული სიმღერების კარაოკე,მოსწავლეებმა ყოველგვარი
წინასწარი მომზადების გარეშე უნდა შეძლონ მელოდიის სწორად სიმღერა,სიმღერის შესრულება
ინდივიდუალური იქნება თუ ჯგუფური, გუნდის კაპიტანი გადაწყვეტს მონაწილეების სურვილისამებრ.
VI-აქტივობა.სიმღერა:მოსწავლეები
ვიქტორინას შუალედებში შეასრულებენ მათთვის
საყვარელ ქართულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს(ვიქტორინაში სიმღერების შესრულებას
შეჯიბრის ხასიათი არ ექნება მხოლოდ მუსიკალური გაფორმების დაყვირთვა ექნება).
|
პროექტისათვის საჭირო რესურსები
|
A4 ფურცლები,აუდიო,ფოტო
და ვიდეო მასალა,კომპიუტერი,ინსტრუმენ,პროექტორი.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
მარინე გიგაშვილი
|
პროექტის ბიუჯეტი
(ფასები დაახლოებითი)
პროექტის მთლიანი
ღირებულება
|
თანხა
(ლარებში)
|
% წილი
|
თანადაფინანსება
|
17 ლარი
|
|
|
|
|
ხარჯების დეტალური
აღწერა
დასახელება
|
რაოდენობა
|
ერთეულის ღირებულება
|
სულ
|
სპონსორი
|
თაბახის
ფურცლები
|
50
|
10 თეთრი
|
5 ლარი
|
|
სანოტო
რვეული
|
3
|
1
ლარი
|
3
ლარი
|
|
ფორმატი
|
3
|
1.50
ლარი
|
4.5
ლარი
|
|
ფლომასტერი
|
3
|
1
ლარი
|
3
ლარი
|
|
საწერი
კალამი
|
3
|
0.5
ლარი
|
1.5
ლარი
|
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий